სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე კონსულტაციები მასთან გაიმართოს

ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, -ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საარჩევნო სიებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე კონსულტაციები მასთან გაიმართოს.
„მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, ისევე, როგორც მე არ ვარ ჩართული წინასაარჩევნო სიის შედგენაში. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, ვფიქრობ, ეს საპასუხისმგებლო საკითხია და კონსულტაციები ალბათ იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები