პროკურატურასთან დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

   საქართველოს მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით დღეს აქცია – “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ”, – გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ამ აქციით სოლიდარობას გამოუცხადებენ მიხეილ სააკაშვილს. მათივე შეფასებით, პროკურატურაში დაბარება პირდაპირ ვლადიმერ პუტინის დაკვეთაა მთავრობის მიმართ. როგორც ისინი აცხადებენ, ივნისში იგეგმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველო- ევროკავშირს შორის და ეს ფაქტორი პირდაპირ ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბატონი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ მას, როგორც რეფორმატორს, პრეზიდენტს და ევროპული მომავლის ნომერ პირველ იდეოლოგს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადონ. აქცია მთავარ პროკურატურასთან 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები