გია ვოლსკი: NDI -ის მოყვება შლეიფი უნდობლობის

ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია სოციალური თემების პირველი ხუთეული დაგისახელოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ გართულდა მდგომარეობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
”NDI -ის მოყვება შლეიფი უნდობლობის. რაც შეეხება სოციალურ თემებს, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია და  პირობები ყველას გაუუარესდა, დაწყებული სიღარიბის დონეზე მყოფი ადამიანებით, დამთავრებული შეძლებულ ადამიანებამდე, ვინც ბიზნესს აკეთებს და ექსპორტზე და იმპორტზეა დამოკიდებული. საკმაოდ გართულდა მდგომარეობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ურთულესი ვითარება შეიქმნა. დასაქმების ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი – რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ვითარებამ შექმნა ასეთი რთული სოციალური ფონი, მათ შორის საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამშვიდებს საზოგადოებას იმით, რომ იგივე მდგომარეობა და უფრო რთული ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც მეტი რესურსი აქვს – მაგალითად, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც მძიმე ვითარებაა. მე ვფიქრობ, რომ ტენდენციები მაინც პოზიტიურია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები