პორტალი “კვირა“ პრეზენტაციას გამართავს

   საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა“ დღეს პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე გაუძღვება. პრეზენტაციაზე საზოგადოების ცნობადი სახეები: პოლიტიკის, მედიის, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული და ცოცხალი მუსიკითა და სველი ფურშეტით გაფორმდება. პრეზენტაციაზე ფოტოხელოვან გიო სალუქვაძის გამოფენა სახელწოდებით: ,,კვირის თბილისი“ გაიმართება.
პორტალი „კვირა“ მედიაბაზარზე ჯერ მხოლოდ ორი თვეა არსებობს. ამ მცირე დროის მიუხედავად, მაინც უკვე შეძლო საკუთარი ნიშისა და ადგილის დამკვიდრება. ის გამოცდილი, კვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და საზოგადოებას ექსკლუზიურ, დაბალანსებულ, ობიექტურ, აქტუალურ ინფორმაციას აწვდის. პორტალი “კვირა“ საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე პროცესებს აქტიურად და ოპერატიულად აშუქებს.
პრეზენტაციას რესტორანი „ძველი ქალაქი“ 19 საათზე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები