უკრაინა საზღვარზე სპეცოპერაციას ჩაატარებს

საზღვრის გაძლიერების მიზნით უკრაინაში სპეცოპერაცია „საზღვარი -2016“ იწყება, – ამის შესახებ ქვეყნის სასაზღვრო უწყების პრესსამსახური იტყობინება.
„საზღვარი -2016“ აპრილში დაიწყება და ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანია საზღვარზე, ასევე მოსაზღვრე რაიონებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შემცირება.
„ეს დანაშაულებრივ დაჯგუფებებზე სერიოზული დარტყმა იქნება. ოპერაცია ხელს შეუწყობს მდგომარეობის ნორმალიზებას არა მარტო მოსაზღვრე რაიონებში, არამედ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებშიც“, – ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო უწყების განცხადებაში.
ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან ასევე ევროკავშირის და სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოების წარმომადგენლები. ცნობისთვის, კიევი დღემდე ვერ აკონტროლებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის ნაწილს. ამ გზის გავლით რუსეთიდან დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში იარაღი და „ბოევიკები“ ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები