ჯონ ქერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ავღანეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ის მოლაპარაკებას გამართავს ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ განისთან და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებაზე ერთ-ერთი საკითხი ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებაა.
ვიზიტის დროს იგეგმება უსაფრთხოების სფეროში თანამშროლობის ხელშეკრულების პრაქტიკული განხორციელების შესწავლა, რაც ავღანეთში აშშ-ის და ნატოს ძალების ყოფნას ხელს შეუწყობს. ავღანეთში ვიზიტამდე ჯონ ქერი ერაყში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები