ილჰამ ალიევი კავკასიაში სამმხრივ ფორმატებს დადებითად აფასებს

კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატები – „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი“ და „აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთი“ რეგიონის უსაფრთხოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბაქოში ევროკომისიის ორი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ასევე აშშ-ში მისი ვიზიტის დროს გამართული მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის. ასევე ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით უნდა მოგვარდეს, რაზეც არაერთი საერთაშორისო დეკლარაცია მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები