ბელგიის პროკურატურამ უარყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებდა

ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აბდერაჰმან ამერუდი, რომელიც ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ დააკავეს, ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებდა. გაზეთი Derniere heure იუწყებოდა, რომ ტერორისტი ექსპერიმენტებს ატარებდა, რომელიც მას რამდენიმე დღეეში მომაკვდინებელი ვირუსის შექმნის საშუალებას მისცემდა. პროკურატურის განცხადებით, ნივთები, რომლებიც ამერუდს ზურგჩანთაში ჰქონდა, ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად არ გამოდგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები