„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში 175 ადამიანი მოკლა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 175 ადამიანი, რომლებიც მათ დამასკოს მახლობლად მდებარე ცემენტის ქარხნიდან გაიტაცეს, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News Arabia იუწყება. საერთო ჯამში, ცემენტის ქარხნიდან ექსტრემისტებმა 300 ადამიანი გაიტაცეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ქარხანა ქალაქ დუმეირთან, დამასკოდან 25 კილომეტრში მდებარეობს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბოევიკები“ ტიშრინის ელექტროსადგურსა და იქვე მდებარე სამხედრო აეროდრომს თავს დაესხნენ. ორმხრივ სროლას „ბოევიკებისა“ და სამთავრობო ძალების მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები