დიმიტრი მედვედევი ბაქოში ჩავიდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ბაქოში ოფიციალური ვიზიტი ჩავიდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. მედვედევი, სავარაუდოდ, მთიან ყარაბაღში არსებულ მდგომარეობას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. წინა დღეს მედვედევი ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ასევე მთიანი ყარაბაღის თემა განიხილებოდა. სარგსიანის გარდა, მედვედევი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ოვიკ აბრამიანსაც შეხვდა. დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება, ხოლო კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური პროცესი განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები