ერევანი – ყარაბაღში აპრილის დასაწყისიდან 44 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

მთიან ყარაბაღში 2 აპრილს საომარი მოქმედებების გამწვავების შემდეგ 44 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა ფეისბუქში დაწერა. გარდა ამისა, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინფორმაციით, მის ქვედანაყოფებში სამდღიანი ბრძოლების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და 122 დაიჭრა.
აზერბაიჯანულ მხარეს ბოლო რამდენიმე დღეში საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მთიან ყარაბაღში მხარეები, სამდღიანი ბრძოლების შემდეგ, 3 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები