სააკაშვილის ბებიამ რესტორან „წისქვილის“ წილი 60ათას ლარად გაყიდა

      საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიამ რესტორან „წისქვილის“ 10 %-იანი წილი 60 ათას ლარად გაყიდა – ამის შესახებ „პრაიმერინფო“ წერს. სააგენტოს ინფორმაციით, მზია წერეთელი რესტორან წისქვილში 10 %-იან წილს 2010 წლიდან ფლობს. ამავე პერიოდში „წისქვილის“ მოწილეები ჯუმბერ მაღლაკელიძე (58 %), ანტონ საღლიანი (21 %), ელისო ნარსია(10 %) იყვნენ. მზია წერეთელმა საკუთარი წილი 2013 წლის 2 თებერვალს ლაშა ჩხაიძეზე გაყიდა, ამავე პიროვნებას მიყიდა 10% -იანი წილი ელისო ნარსიამ.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მზია წერეთელმა და ელისო ნარსიამ 20 %-იანი წილის გასხვისების შედეგად ლაშა ჩხაიძისგან 120 ათასი ლარი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან საკუთარი ბებია აიძულა და ერთ-ერთი რესტორნის 15%-იანი წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადააფორმებინა.„ჩემი პრეზიდენტობის დროს აღმოვაჩინე, რომ ბებიაჩემს – მზია წერეთელს ბაბუაჩემმა გივიმ დაუტოვა ერთ-ერთი რესტორნის წილი – 5% და გავგიჟდი. მოვიყვანე ბებიაჩემი, რომელიც ძალიან აქტიური ქალია,  ძალიან მიყვარს და არ დაგიმალავთ, ხმას ავუწიე და ვუთხარი, რომ როგორ შეიძლება, პრეზიდენტის ბებიას ჰქონდეს რესტორნის წილი-მეთქი?! როგორ მოგივიდათ ეს თავში-მეთქი?.. თავს იმართლებდა, ბაბუაშენმა დამიტოვაო. სხვათა შორის, აქეთ მეჩხუბა და მითხრა, რომ ერთხელ მაინც იკითხე, რითი ვცხოვრობ ეს წლებიო! ამ რესტორნიდან თვეში 2000 ლარის შემოსავალი მაქვს და ამით ვცხოვრობო… მართალი იყო, არ მიმიცია არასდროს ფული. საბოლოოდ ეს წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადავაფორმებინე და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე. ასე ვექცეოდი მე ჩემს ნათესავებს“,  – განაცხადა სააკაშვილმა.
„პრაიმერინფო“ წილის გასხვისების ხელშეკრულებასაც აქვეყნებს.

10149357_236300046576186_1781222617_n

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები