დავით დარახველიძე პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

   მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, მინისტრი დავით დარახველიძე პაატა ბურჭულაძეს შეხვდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საგანგებოდ ამ პროექტის განსახორციელებლად დაფუძნდა ფონდი „ივერიისა“, რომელსაც სათავეში პაატა ბურჭულაძე უდგას.
შეხვედრისას პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ მთელი საქართველო ერთიანი ძალისხმევით აშენებს ტაძარს.
დავით დარახველიძის განცხადებით, ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა, განსაკუთრებულ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხიმგებლობაცაა.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები