7 აპრილი

11:00
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, არქიტექტორი მარიამ ბაქრაძე და ადგილობრივი მოსახლოება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „მწვანე სკოლის“ ბაღში და სხვა, გარემოს დამაზიანებელი მშენებლობები და დაშანტაჟებული მოსწავლეები, რომელთაც სწავლის საფასურს 20%-ით უზრდიან; რა წერილი გაუგზავნა სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:30
„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი, დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ, საარჩევნო და კოალიციურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ბენიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო გარემო, დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, “მემარცხენე ალიანსის” გეგმები, ვიზალიბერალიზაციის საკითხი და სხვა მიმდინარე თემები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” ა/ო “ადამიანის უფლებათა დაცვისა და ციხის რეფორმის ხელშეწყობის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი ვლადიმერ ტაბაღუა, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან: დავით ტყებუჩავასა და რომეო ჩიქოვანთან ერთად ბრიფინგს გამართავს. თემა: ორგანიზაცია მედიას სამომვალო გეგმებს გააცნობს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერი დავით ნარმანია, მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრატურის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიის გადასცემს. მის: რუსთაველის გამზირი N6. საკონტაქტო პირი: თინათინ მგელაძე 591 90 20 80

12:00
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იოანე პეტრიწის N12 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს გაეცნობა. მისამართი: იოანე პეტრიწის N12. საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163
15:00
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია”, სასჯელაღსრულების მინისტრს კახი კახიშვილს პატიმრების პრობლემებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართავს. მის: სანდრო ეულის N3 (სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები