თემურ ჭკუასელი: თუ ჩემს გუნდს დავჭირდები, საარჩევნო სიაში ვიქნები

„ქართული ოცნების“ წევრმა თემურ ჭკუასელმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის უნდა დარჩეს საარჩევნო სიაში, ის ამას აუცილებლად დათანხმდება.
„ვიცი, რომ გაინტერესებთ, მეც მათ შორის, თუმცა შეიძლება ორი მომენტი გამოვიდეს წინა პლანზე. ერთი – სურვილი და მეორე – ვჭირდები თუ არა ჩემს გუნდს. პირველზე, არ შემიძლია გადაჭრით გითხრათ. უბრალოდ იმ რეგიონში რომელსაც წარმოვადგენ, ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს დაწყებული და, ბუნებრივია, მაქვს სურვილი, რომ ისინი გავაგრძელო და დავამთავრო. მეორე მხრივ, მექაჩება ჩემი წარსული, ანუ შემოქმედებითი მხარე. წერა მაქვს მხედველობაში. სიმღერაც, მაგრამ თუ გუნდმა თქვა, რომ კი, ბატონო თეიმურაზ, უნდა მიიღოთ მონაწილეობა და გვჭირდებიო, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად დავთანხმდები“,- განაცხადა ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები