ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა ისევ გამოაცხადა

უკრაინელმა პილოტმა ნადეჟდა სავჩენკომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ისევ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. სავჩენკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაახმაურა. მშრალი შიმშილობის დაწყებით ნადეჟდა სავჩენკო ჯერ კიდევ სასამართლო პროცესზე დაიმუქრა, როდესაც მოსამართელმ მას 22- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სავჩენკოს 10 -დღიანი ვადა ჰქონდა მისი გასაჩივრებისთვის, თუმცა ეს უფლება მან არ გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, კიევსა და მოსკოვს შორის სავჩენკოს სხვა პატიმარზე გადაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები