„იდენტობა“ 17 მაისს აქციას არ გამართავს

 ორგანიზაცია „იდენტობა“ 17 მაისს აქციას აღარ გამართავს – ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაციის მენეჯერმა ანდრეა არჩვაძემ განუცხადა. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ არ გეგმავს არანაირ ღონისძიებას, ქუჩაში გამოსვლებს და მსგავს აქციებს, როგორც შარშან იყო, ამ ეტაპზე დაგეგმილი არაფერი გვაქვს. თუმცა, თუ რამეს გადავწყვეტთ, ამის შესახებ ყველა მედიასაშუალება გაიგებს“,- აღნიშნა ანდრეა არჩვაძემ. რაც შეეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ვაჭარაძეს, მან ჟურნალისტებისთვის მიმართავა გაავრცელა: „ორგანიზაცია “იდენტობა” 17 მაისს არცერთ საჯარო ღონისძიებას არ გეგმავს, ჟურნალისტებს მივმართავ თხოვნით: თავად ნუ დაიწყებენ არარსებული პროცესის რადიკალიზებას სხვადასხვა ჯურის “უფლებადამცველთა” წინ წამოწევითა და მათი რადიკალური მოსაზრებების ტირაჟირებით. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ადამიანის უფლებების გაშუქება მნიშვნელოვანია და ლგბტ პირთა თემა მხოლოდ სკანდალის მიზნით, 16 მაისის საღამოს არ ახსენდებათ, ორგანიზაციის კარი კვლავინდებურად ღიაა. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკრაინაში პუტინის მხარდამჭერებმა ყალბი გეი პარადი ჩაატარეს. მათ 2014 წლის იანვარის ერთ დღეს რამდენიმე ავტობუსით მოიყვანეს “აქტივისტები,” რომლებიც ევროკავშირთან მიერთებას და გეი ქორწინებას ითხოვდნენ. იმედი მაქვს, ჩემი განცხადების შემდეგ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მსგავსი სპექტაკლის დადგმას საქართველოშიც არ შეეცდება“, – აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები