კონგოს დედაქალაქში შეიარაღებული ძალები შეიყვანეს

კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზავილში შეიარაღებული ძალები შეიყვანეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჯარი ქალაქში პოლიციის ქვეგანყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ქალაქის სამხრეთ ნაწილში პოლიციის ქვეგანყოფილებას ცეცხლი მოუკიდეს, ხოლო შემდეგ თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სამთავრობო ძალები ნინძიას ძალებთან აწარმოებენ ბრძოლას, რომლებიც 1998-199 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს მთავარი ანტისამთავრობო ქვედანაყოფი იყო.
კონგოს დედაქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ დენი სასუ-ნგესოს გადადგომას მოითხოვენ, 24 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე სასუ-ნგესომ კვლავ გაიმარჯვა. ის კონკოს უკვე 30 წელია მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები