აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – თუ სომხეთი ცეცხლს არ შეწყვეტს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 აპრილს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად ბომბავენ აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს. განსაკუთრებით ინტენსიური ცეცხლი აგდამის და ტერტერის რაიონებში გაიხსნა.
„თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები სამოქალაქო ობიექტების და ჩვენი სამხედროების დაბომბვას გააგრძელებენ, აზერბაიჯანული მხარე კონტრშეტევაზე გადავა, ხოლო შედეგებზე პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს დაეკისრება“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ჰიქმეთ გაჯიევმა.
თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო და ოფიციალური ერევანი იუწყებიან, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლი არ შეუწყვეტია და სომხურ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს. ბოლო დროს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინვები და მძიმე სარაკეტო სისტემები გამოიყენეს. სომხური მხარის მტკიცებით, მათ შეირაღებულ ძალებში დღეს დანაკარგი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები