სომხური და აზერბაიჯანული მხარეები მოწინააღმდეგის განადგურებაზე იუწყებიან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბზე მიყენებული დარტყმის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრები დაიღუპნენ, მათ შორის – ერთი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი. ამის შესახებ სააგენტო „ტურანი“ იუწყება.
თავის მხრივ, „არმენპრესი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი ალყაში მოხვდა და განადგურდა.
„აზერბაიჯანულმა მხარემ ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა დაკარგა“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში. ორივე მხარე იუწყება, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები