PASE ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ და პრობლემის მშიდობიანი გადაჭრისთვის მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს.
მან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ძალზე შეშფითებული ვარ მთიან ყარაბარში ძალადობის ფაქტებით და ადამიანების დაღუპვით“,- აღნიშნულია აგრამუნტის განცხადებაში.
PASE-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2001 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება აიღეს.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს უკიდურესად გამწვავდა. ორდღიანი ბრძოლების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. სამხედრო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
12921093_10205744002110913_849241586_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები