“მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს”
გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.
ბან კი მუნი მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
“გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყონებლივ გადადგან ნაბიჯები”, – ნათქვამია განცხადებაში.