პარლამენტმა იმ დეპუტატების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ჩაშალეს
საქართველოს პარლამენტმა იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც 30 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც სხდომა ჩაიშალა.
დეპუტატების სია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის სამსახურს სასწრაფო წესით დაავალა იმ დეპუტატების სია, რომლებიც ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში არ გამოცხადდნენ.
ცნობისათვის, 30 მარტს, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა.
რეგისტრაცია_3_30-03-2016
რეგისტრაცია_1_30-03-2016
რეგისტრაცია_2_30-03-2016