პრეზიდენტი: ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება
ჩვენ განვსაზღვრეთ საერთაშორისო ალიანსები, რომლისაც გვჯერა და ვეკუთვნით, ესენი არიან ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის რთული გზა და რთული სამუშაო, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაიარონ, რომ დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რომლებსაც აწესებენ აღნიშნული ინსტიტუტები.
“ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ნება მომეცით გითხრათ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების 25 წლისთავს, რომელმაც აშკარად განსაზღვრა, ჩემი 3000 წლიანი ისტორიის მქონე ერის მზაობა აღედგინა სახელმწიფოებრიობა და ისევ გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის დამოუკიდებელი წევრი.
ეს იყო რთული არჩევანი, რთულ გარემოში. ეს არჩევანი გააკეთა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომლის დაბადების დღეც არის დღეს. ამ არჩევანმა განსაზღვრა ჩვენი დამოუკიდებლობა, რომელიც შემდგომ გადაიზარდა თავისუფლებაში. განსხვავება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის ძალიან დიდია. ვფიქრობ ამ საკითხზე საუბრისთვის ძალიან შესაფერის ადგილას ვიმყოფები, რადგან ჩვენ ვართ უნივერსიტეტში, რომელიც ატარებს ამ სახელმწიფოს ერთერთი ფუძემდებლის სახელს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება და საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიუძღვნა ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული თავისუფლებაზე და პიროვნების თავისუფლებაზე, რომ შეექმნა გამართული სახელმწიფო, რომელიც დასაფასებელია მისი ქმედითი სისტემითა და ქმედითი ადმინისტრაციით და ამავე დროს აძლევს საშუალებას თითოეულ ინდივიდს განავითაროს საკუთარი იდენტობა და ემსახუროს საერთო მიზანს, საკუთარ მიზნებს.
ვისაუბროთ თუ როგორ შევძელით და როგორ ვფიქრობთ და ვგეგმავთ საბჭოთა კავშირისგან მოპოვებული დამოუკიდებლობა გარდავქმნათ საქართველოს თავისუფლებად და რა უნდა ვქნათ ამის მისაღწევად. ვფიქრობ, რომ აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მისიისა, რადგან მუშაობა მიზნისთვის ისეთ რთულ გარემოში და ისეთ რთულ დროს მოითხოვს, რომ შეხედო მეგობრებს, ხალხს, ქვეყნებს, სისტემას, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს რასაც შენ, ავითარებენ იმ პოლიტიკას, რასაც შენ და ამის გაკეთება ძალიან კოორდინირებული და გამიზნული ხერხით. საქართველო საკუთარ თავს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს. ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი თავი 25 წლის წინ განსაზღვრა, როგორც დამოუკიდებელმა ერმა და ნათლად განაცხადა ამის შესახებ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არაერთ ლიდერს აღუნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო და ევროპული ოჯახის წევრი, ევროპული ღირებულებებით, რომელიც შეიქმნა და განვითარდა ევროპაში. ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის, როგორც თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, საჭიროა ახალი სისტემების, ფუნქციური ინსტიტუტების დანერგვა სახელმწიფოში, მაგრამ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური ლიდერების არჩევანი. ჩვენ განვსაზღვრეთ საერთაშორისო ალიანსები, რომლისაც გვჯერა და ვეკუთვნით, ესენი არიან ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. ეს არის რთული გზა და რთული სამუშაო, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაიარონ, რომ დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რომლებსაც გვიწესებენ ეს ინსტიტუტები. ჩვენ ახლა ვართ ქვეყანა, რომელმაც განავითარა ძალიან წარმატებული ანგარიში ამ მიმართულებით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ააშენა ნამდვილად მუშა დემოკრატია. დემოკრატია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთავრობა არჩევნების გზით. და დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ხალხი ირჩევს მთავრობას და ისინი ქმნიან მთავრობას, რომელიც მათ ემსახურება.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მიაღწია თავისუფალ ვაჭრობას და გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება ბიზნესი და ეკონომიკა საქართველოში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ყველაზე კონკურენტული ჯარი და სამხედრო ძალა მსოფლიოში, რომელიც კონკურენტულია ნატო-ს სტანდარტებისა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მივიღეთ გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისგან რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდებით მათი წევრები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დგას ევროკავშირისა და ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად და უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა დაბალი კორუფციის მაჩვენებლით რეგიონში და ყველაზე დაბალი გადასახადებით და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა მაღალი შეფასებით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით , ქვეყანა, რომელიც ხსნის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.