2 აპრილი
11:00
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების უფროსები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი, რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი-ხუჯაძის კლინკის“ ერთობლივი ინიციატივით, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები ოტორინოლარინგოლოგიის (ყელ-ყურ-ცხვირის) და თავ-კისრის ქირურგის კონსულტაციას უფასოდ მიიღებენ. მის: დ. უზნაძის N103
11:00
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს. მისამართი: შარტავას 20, თბილისის 198-ე საჯარო სკოლა
11:15
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდება, რის შემდეგაც, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
12:00
კრწანისის გამგეობა, ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერში, პოეტის დაბადების დღეს აღნიშნავს. ღონისძიებას კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, რაიონის მაჟორიტარი საკრებულოში, ბექა ნაცვლიშვილი, ტიციანის შვილიშვილები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. მისამართი: იოანე შავთელის ქ. #19, (სასტუმრო „ამბასადორთან“); საკონტაქტო პირი: ხათუნა კიღურაძე 599 13 00 07.