გუბაზ სანიკიძე: „ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ „ეროვნული ფორუმიც“ დატოვებს, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
“რესპუბლიკელებმა“ და „ოცნებამ“ ფაქტობრივად დაგვასწრეს გადაწყვეტილების მიღება. დღის წესრიგი გარკვეულწილად შეიცველაბა ჩვენს ყრილობაზე. ცხადზე უცხადესია, ხომ უკვე ვეღარ დავმალავთ ჩვენ ამას, რომ ფორუმი ცალკე აპირებს არჩევნებში გასვლას. თუ არ დავრჩებით კოალიციაში, შესაბამისად, უმრავლესობაშიც აღარ დავრჩებით. უმრავლესობის გარეშე პარლამენტს ცოტა გაუჭრდება მუშაობა”,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები