ეკა ბესელია: დღეს პარლამენტში არც ბატონ იზორიას ველოდებით
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სესიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა არ იგეგმება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტს კვლავ ვახტანგ გომელაური წარადგენს, თუმცა თარიღი ჯერ არ არის დაზუსტებული.
“ჩვენ არ ველოდებით არც ბატონ იზორიას, იმიტომ რომ უკვე თავიდანვე ბიუროზე პარასკევი იყო ნათქვამი, რომ შეუძლებელი იყო თავად უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლა, რადგან მან გადაწყვიტა პარლამენტზე გამოსვლა. ამიტომ სხვა თარიღი მოგვიანებით შეთანხმდება “,- განაცხადა ეკა ბესელიამ.