დავით უსუფაშვილი: ოპოზიციაში არ მივდივართ

“რესპუბლიკურმა პარტიამ” განცხადებაში სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებდნენ ქვეყნის სტაბილურობას – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარებმ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
“არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არცერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის.
ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც, პარლამენტშიც რაზეც შევჯერდებით წინასწა,რ უმრავლესობასთან გვექნება ერთიანი პოზიციები, რაზეც ვერ შევჯერდებით, არც დღემდე იყო ეს რაღაც ახალი მოვლენა და გვქონდა განსხვავებული პოზიციები. შესაძლოა, ეს იყოს უფრო მეტი. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესი დასრულდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, რომელიც იმ სხვა კითხვებზე გასცემს პასუხს, ვინ და როგორ იქნება მომავალ ხელისუფლებაში წარმოდგენილი.
“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას პარტია “ქართული ოცნებაც”. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები