დაბა სურამში გაზიფიცირება დასრულდა

      საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის რაიონის დაბა სურამში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა. მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი“ დაბა სურამში 14,5 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 980 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. ხაშურის რაიონში დღეისათვის დასრულებულია 172 კმ. სიგრძის გაზის ქსელის მშენებლობა და გაზიფიცირებულია 8341 ოჯახი. სულ შიდა ქართლში აშენებულია 258 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზსადენი. გაზიფიცირებულია 11109 აბონენტი.
ამჟამად ხაშურში ბუნებრივ აირს 10680 აბონენტი მოიხმარს, მათ შორის 2200 – სპეციალური სოციალური პროგრამით, რომლითაც აბონენტი ეტაპობრივად იხდის გაზის ქსელში მიერთების საფასურს – 25 ლარს. ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები