დავით ბაქრაძე: საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ევროპელი ლიდერების თითოეულ სიტყვას

ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეულ სიტყვას, რომელიც ითქმება ევროპაში ევროპელი ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დროული, სწრაფი და რაც მთავარია, დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება იქნება.
“შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თუ რაიმე მკაფიო გამოიკვეთა, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ურყევი არჩევანი, გააგრძელოს ევროპული და ევროატლანტიკური სვლა. ამ კონტექსტში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მიმაჩნია, რომ იქნება დროული, სწრაფი და რაც მთავარია, დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. ამ კონტექსტში ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ”,- განაცხადა ბაქრაძემ და ამ კონტექსტში ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის, „ევრონესტის“ თანათავმჯდომარის განცხადებები გამოყო.
მინისტრი თვლის, რომ ამ კონტექსტში საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მკაფიო მხარდაჭერა იმ მნიშვნელოვანი, მაკონსოლიდირებელი მოვლენისა, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია აუცილებლად შეასრულებს საქართველოს მოსახლეობისთვის.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეულ სიტყვას, რომელიც ითქმება ევროპაში ევროპელი ლიდერების მხრიდან და ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ასეთი განცხადებები მომავალშიც ყოველთვის მიმართული იქნება საქართველოს ევროპული არჩევნის მიმართ არსებული პოზიციების კონსოლიდირებისკენ, პროევროპული პოზიციების კონსოლიდირებისკენ და არა პოლარიზებისკენ და ამ კუხით კითხვების დასმისკენ განსაკუთრებით წინააარჩევნო პერიდში. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უკვე კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერის პოზიციები ევროპარლამენტარებისგან, ევროკომისიის პოზიციები მოსმენილი გვაქვს და ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ იმ პროცედურებს, რომელიც დაიწყო და გრძელდება როგორც პარლამენტში, ისე საბჭოში”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები