გიორგი კვირიკაშვილი დავით უსუფაშვილს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეხვედრა “რესპუბლიკური პარტიის” დღევანდელ განცხადებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. გადაწყვეტილების შესაბამისად, “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები