„ისლამური სახელმწიფო“ გერმანიას ემუქრება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელში მორიგი მუქარა გამოაქვყნა. ამჯერად ტერორისტული ორგანიზაცია გერმანიას ემუქრება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. „ბოევიკებმა“ ტვიტერში გამოაქვეყნეს ფოტოები, ერთ-ერთ მათგანზე ცეცხლმოკიდებული აეროპორტის შენობაა, რომლის გვერდით სამხედრო ფორმაში ჩაცმული ტერორისტი დგას და მას ზურგზე წარწერა აქვს: “შენც შეგიძლია იგივეს მიაღწიო, რასაც შენმა ძბებმა ბელგიაში მიაღწიეს“. მეორე ფოტოზე ბერლინში, კანცლერის ცეცხლმოკიდებული რეზოდენციაა გამოსახული წარწერით: „გერმანია – ბრძოლის ველია“.
გერმანიის ქალაქ კიოლნის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული. ამჟამად ფოტოებს სპეციალისტები სწავლობენ, რათა დაადგინონ, რამდენად რეალურია საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები