მოსკოვის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელთან ესპანელი სტუდენტის ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელთან ესპანელი სტუდენტის ცხედარი აღმოჩინეს. ამჟამად რუსი სამართალდამცველები მისი გარდაცვალების მიზეზებს იძიებენ.
„ესპანელი სტუდენტის ცხედარი აკადემიკოს ვოლგინის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელთან არის აღმოჩენილი. ახალგაზრდა ქალი 1978 წელსაა დაბადებული“, – ნათქვამია მოსკოვის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამომძიებლების ცნობით, მათ ქალის ტანზე ტრავმები აღმოაჩინეს, რომლებიც თვითმკვლელობაზე მიუთითებს.