The Times – თურქმა სამხედროებმა საზღვარზე სირიელი ლტოლვილები დახოცეს
თურქი მესაზღვრეები სირიის საზღვარზე ლტოლვილებს ხოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი აქვეყნებს.
როგორც გამოცემას ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, თურქმა მესაზღვეებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 16 მიგრანტი, მათ შორის ოთხი ბავშვი მოკლეს. ეს ადამიანები თურქეთის საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, სირიელი ლტოლვილები თურქეთში ჩასვლას მაინც ახერხებენ. მაგრამ ახლა თურქეთის ხელისუფლება მათ უმეტესობას საზღვარზე ან იჭერს, ან ცეცხლს უხსნის. 19 მარტს ანკარამ და ევროკავშირმა ოფიციალურად გააფორმეს ხლეშეკრულება ლტოლვილებთან დაკავშირებით. 20 მარტიდან ყველა არალეგალურ მიგრანტს, რომლებსაც საბერძნეთი თავშესაფარს არ მისცემს, უკან – თურქეთში დააბრუნებენ.