აშშ-ს ხელისუფლებას გუანტანამოდან 12 პატიმარი სხვა ციხეებში გადაჰყავს
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გუანტანამოს ციხიდან სხვა ქვეყნებში 12 პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პენტაგონი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებში გადაიყვანენ პატიმრებს.
ცნობილია, რომ ამისთვის ორი ქვეყანაა შერჩეული და პატიმრების გადაყვანა რამდენიმე დღეში მოხდება. ამჟამად გუანტანამოს ციხეში 90-მდე პატიმარი რჩება, რომლებიც ტერორიზმსა და სამხედრო დანაშაულებში არიან ბრალდებულები. 2002 წელს ამ ციხეში 800 პატიმარი იმყოფებოდა. აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, 2016 წლის ზაფხულისთვის გუანტანამოს პატიმრებს სასჯელის მოსახდელად ან სამშობლოში დააბრუნებენ, ან მათ აშშ-ის ტერიტორიაზე რომელიმე ციხეში გადაიყვანენ.