კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა (ფოტოკოლაჟი)

კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გამართა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანიის ძირითად მიზანს ადგილობრივი საკვებ – პროდუქტების შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით წარმოებაა. მათივე განმარტებით, საწარმოს პროდუქტი: ხორცი და რძის ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთააა და მაღალი სტანდარტების დაცვით მზადდება. ამ ეტაპზე კომპანიას რაჭაში ხუთი ფერმა აქვს გახსნილი და სამომავლოდ კიდევ 25 ფერმის გახსნას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის გაზრდის შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. წარმომადგენლების განმარტებით, სამუშაო ადგილების შექმნა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
დღევანდელ პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებიც მთავრობასთან თანამშრომლობით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს. მათ შორის არის უბრალო გლეხებისთვის სესხის აღების პროცედურის გამარტივება და მათთვის ძვირად ღირებული ტექნიკის მარტივი ხელმისაწვდომობა.
კომპანიის ქართველმა დამფუძნებელმა „ირაკლი კერვალიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას ყველა ამ შეკითხვას გასცა პასუხი და განაცხადა, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა პროგერსი ნამდვილად არის და მუშაობას ამასთან დაკავშირებით მთავრობასთან გრძელდება.
„ეს გამოწვევები არსებობს, თუმცა მთავრობასთანაც გვქონდა ამაზე საუბარი და მინდა გითხრათ, რომ სადაც მთავრობის სეგმენტია, იქ ყველგან არის წინსვლა. სესხთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ გლეხი ახლა ღებულობს იაფ აგროსესხს. ის მხოლოდ 3%-ს იხდის. თუმცა სესხის ასაღებად ბანკები უზრუნველყოფას ითხოვენ. ჯერჯერობით ეს სისტემა არ არის დახვეწილი და ჩვენს კომპანიას უწევს ამის უზრუნველყოფა ჩვენივე ანგარიშით. თუმცა ის ფაქტი, რომ გლეხი სესხისთვის იხდის მხოლოდ 3%-ს, ეს დიდი წინსვლაა და ჩვენი თანამშრომლობის შედეგიც“, – განაცხადა კერვალიშვილმა.
კომპანიის ქართველმა დამფუძნებელმა გლეხებისთვის საჭირო ტექნიკის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ტექნიკის ხელმისაწვდომობა ბიზნესის საკეთებლად ნამდვილად მნიშვნელოვანი საკთხია. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად ეს პროცესიც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამარტივდება.
„ტექნიკასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არის ტექნიკა, რომელიც ძვირია და ფერმერებისთვის ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფერმერები და განსაკუთრებით ეს ფერმერები, არ არიან ასეთი მდიდრები და მათ ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ამიტომ ახლა, მთავრობასთან ერთად, გვსურს, მოვიფიქროთ ისეთი ფორმა, რომლის მეშვეობითაც გლეხებს შეეძლებათ ამ ტექნიკის გამოყენება. გვსურს, რომ ეს პროცესი ძვირი არ იყოს და მათ მიერ საქმის კეთებას აზრი ჰქონდეს“,- განაცხადა კერვალიშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფილმის ჩვენება გაიმართა, სადაც კომპანიის საქმიანობა დეტალურად იყო აღწერილი.

 

IMG_9758
IMG_9707

IMG_9772
IMG_9784
IMG_9802
IMG_9819
IMG_9820
IMG_9821
IMG_9822
IMG_9828
IMG_9845
IMG_9852
IMG_9854
IMG_9896
IMG_9905
IMG_9922

IMG_9805
1
IMG_9938
IMG_9719
IMG_9713

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები