29 მარტი

09:30
NEW
სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ” სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი კონფერენციას “გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება” გახსნის. ღონისძიება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის “ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას” ინიციატივით და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის “ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით იმართება. საკონტაქტო პირი: ნინო გვიანიშვილი 591 119 192
10:00
სასტუმრო “რუმს თბილისში“ გაიმართება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხება სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკასა და საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას ამ მიმართულებით.
10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, ისაუბრებს ვინ დარჩება კოალიციაში; „ეს შენ გეხება-ს“ მოთხოვნებზე და ასევე, წარმოადგენს საქართველოს განვითარების სტრატეგიას- 2050. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რესპუბლიკელების კოალიციიდან გამოყოფა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, სალოსი ბერი თომა ბეთანელი და ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: სალოს ბერს თომა ბეთანელს პროკურატურა, იეღოვას მოწმეების დაკვეთით, დევნის.

11:00
„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვის რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გახსნის. დისკუსიაში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. მისამართი: ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაში მოყვანა ვიზალიბერალიზაციის დროულად მისაღებად, სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროპის სახალხო პარტიის განცხადება; „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები; ფარული კადრების გავრცელება;
12:00
jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე და კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელი რუსუდან ჯაში შეხვედრას გამართავენ. თემა: სამედიცინო პერსონალის მხრიდან მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნა და ამ პრობლემის გამოსწორების გზები. მის: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).საკონტაქტო: ნათია 568 27 24 24
A8
12:00
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები და “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” (თამარ იოვაშვილი) პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრაინიდან: აღმოსავლეთ ევროპის უფლებადამცველი ჯგუფის წარმომადგენელს პავლო ლისანსკის, შრომის დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელს ვერა იასტრებოვას, უფლებადამცველ ადვოკატს ივან პასიკუნს. მის.: ი. ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
12:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი, “განვითარების ფონდის” წევრი ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლის საკითხი, საპარლამენტო არჩევნები, ვიზალიბერალიზაციის დროულად მიღების შესაძლებლობა, ფარული ჩანაწერები და უმრავლესობის წევრთა განცხადებები, სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერი ზურა ქადაგიძე და „აზალგაზრული ცენტრის“ წევრი გიორგი ჩიქოვანი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე განცხადებას გააკეთებენ.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროპის სახალხო პარტიის განცხადება; „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები; ფარული კადრების გავრცელება;
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „არგენტინის სახლის საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი, ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის წევრირუსუდან ბოგვერაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ კიკნაველიძე და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: საქართველოსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და სპორტული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებები;პელეს ვიზიტი საქართველოში

18:00
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ორგანიზაციის სადისკუსიო კლუბში გამართავს შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის, ბიზნეს ომბუცმენის და პროფკავშირების წარმომადგენლები. მის: მარჯანიშვილის №16, 4 კორპუსი , 1 სადარბაზო , ბინა 2ა. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598757701

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები