შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიაში თბილისში არსებული რესტორნების სხვადასხვა ქსელი ჩაერთო.
რესტორნების თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები „ნუ დაჯდები საჭესთან ნასვამი“ თავიანთ ობიექტებში განათავსეს.
მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება და კამპანიას სხვა რესტორნებიც შემოურთდებიან.
შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.