საფრანგეთში ავტოავარიაში 12 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ოვერნის რაიონში ავტოკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველა დაღუპული პორტუგალიელია, რომლებიც სახლში შვეიცარიიდან ბრუნდებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ორივე მანქანის მძღოლი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები