სირიის არმიამ ქალაქ პალმირას ისტორიულ ნაწილზე კონტროლი აღადგინა

სირიის არმიამ ქალაქ პალმირას ისტორიულ ნაწილზე კონტროლი აღადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ბრიგადის გენერალი ავრცელებს. მანამდე სირიის სამთავრობო ძალებმა პალმირასთან ორი საავტომობილო გზა დაიკავეს, რომლითაც „ბოევიკების“ მომარაგება ხდებოდა.
როგორც სირიის საგენტო „სანა“ და ირანული სააგენტო „ფარსი“ იუწყებიან, სირიის ჯარმა და მისმა მოკავშირეებმა მინიმალური დანაკარგები განიცადეს მაშინ, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან 30-მდე „ბოევიკია“ განადგურებული. სააგენტო „სანა“ ასევე იუწყება, რომ სირიის სამთავრობო ძალების შეტევას ავიაციიის მოქმედებაც ხელს უწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები