La Dernière Heure – ტერორისტების მთავარი სამიზნე ბელგიის ატომური ელექტროსადგურები იყო

„ბოევიკების“ სამიზნე, რომლებმაც ბრიუსელში ტერაქტების სერია მოაწყვეს, ატომური ელექროსადგურები – „ტიანჟი“ და „დული“ უნდა გამხდარიყო. ამის შესახებ გაზეთი La Dernière Heure იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტების გეგმებში ცვლილებები პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორის, სალაჰ აბდესლამის დაკავებამ შეიტანა. ამის შემდეგ „ბოევიკებმა“ გეგმა შეცვალეს და მოქმედება დააჩქარეს.
გაზეთის ცნობით, ძმებმა ქალიდ და იბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ, რომლებმაც აეროპორტში და მეტროში აიფეთქეს თავი, ატომური პროგრამის ხელმძღვანელის სახლის წინ ვიდეოკამერა დაამონტაჟეს და მას უთვალთვალებდნენ. ვიდეოჩანაწერები პოლიციელებმა მუჰამედ ბაკალის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს, რომელიც ასევე პარიზის ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. მას შემდეგ, რაც ევროპის ატომურ ელექტროსადგურებზე შესაძლო თვდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ყველა სადგურთან უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 140 სამხედრო განთავსდა, ხოლო სადგურ „ტიანჟიდან“ პერსონალის ევაკუაცია მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 22 მარტს ტერორისტული აქტები მოხდა, რასაც, ბოლო ინფორმაციით, 32 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები