ერაყის ჯარმა ქალაქ მოსულზე შეტევა დაიწყო

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულზე შეტევა დაიწყეს. ეს დასახლებული პუნქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ორი წლის წინ დაიკავა, ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამხედროების ინფორმაციით, ერაყის ჯარმა უკვე დაიკავა რამდენიმე სოფელი მოსულის აღმოსავლეთით. ერაყის ჯარს აშშ-ის და დასავლეთის კოლიციის ავიაცია ეხმარება. მოსულზე შეტევის შესახებ გადაწყვეტილება ერაყის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც მან ქალაქი რამადი გაათავისუფლა. 2014 წელს, მოსულის აღების შემდეგ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ტერიტორიის მესამედი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები