ბელგიის ქალაქ მონსის სარკინიგზო სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა
ბელგიის ქალაქ მონსის სარკინიგზი სადგურში მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. როგორც ბელგიური მედია იუწყება, ევაკუაცია ტერაქტის საფრთხის გამო განხორციელდა.
პოლიციამ დღეს დილით მიიღო ინფორმაცია სარკინიგზო სადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ამჟამად ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულები. შეჩერებულია ასევე მატარებლების მოძრაობა. ევაკუაცია განხორციელდა ასევე ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტის სარგინიგზო სადგურშიც. ეს გადაწყვეტილება პოლიციამ მამაკაცის გამო მიიღო, რომელსაც საეჭვო პარკი ეჭირა.