ობამა – აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას მის სრულ განადგურებამდე გააგრძელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა მისი №1 პრიორიტეტია. ამის შესახებ „ლოს ანჯელელ თაიმსი“ იუწყება. ობამას თქმით, აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას მის სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.
„მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ მთავარი საქმე არის ISIS-ის დამარცხება. ჩვენ ეს ბარბაროსული ტერორისზმის ბუდე უნდა გავანადგუროთ, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება“ – განაცხადა ობამამ არგენტინაში ვიზიტის დროს.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ის ბრისუელს ეწვევა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები