გიორგი მარგველაშვილი: თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას

თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას, იმ მრავალსაუკუნიან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ავღანეთში სამხედრო მისიაში გამგზავრების ცერემონია გაიმართა. მისი თქმით, ამ მისიით და სხვა მისიებით, რომლებშიც საქართველო მონაწილეობდა, იცავდნენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში.
“დღეს, როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ამ მისიით და სხვა მისიებით, რომლებშიც საქართველო მონაწილეობდა, იცავდნენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში. თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას, იმ მრავალსაუკუნიან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები