ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს მომავალში გაემგზავრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაეროში მირიან ფოფხაძეს შეხვდა. მინისტრმა ის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით გამოიძახა. ფოფხაძემ ხიდაშელს აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები და პროცედურები გააცნო.
ამ დროისთვის უკვე შერჩეულნი არიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ომის სამართლის ექსპერტები, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფის წევრების სტატუსით გაემგზავრებიან.
საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის თარიღი გაეროს წარმომადგენლების მიერ დაზუსტდება. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ანა დოლიძე კურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები