ბელგიისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გადაიდო

ბელგიაში შექმნილი ვითარების გამო, ბელგიისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი, რომელიც 29 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Derniere Heure აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩი, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებმაც მატჩის დასასწრებად ბილეთები ონლაინრეჟიმით უკვე შეიძინეს, დადგენილი პროცედურის წესით, ელექტრონულ მისამართზე, 1 აპრილამდე tickets@footbel.com-ს უნდა მიმართონ, რის შედეგადაც მათ შეძენილი ბილეთების  თანხა უკან დაუბრუნდებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ბილეთებში გადახდილი თანხა მხოლოდ იმ გულშემატკივარს დაუბრუნდება, ვინც მატჩზე დასასწრები ბილეთები ოფიციალური ელფოსტის – tickets@footbel.com  დახმარებით შეიძინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელგიისა და პორტუგალის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები