ბრიუსელის პოლიციას ბომბების პოვნაში ტაქსის მძღოლი დაეხმარა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტსა და ბრიუსელის სკარბეკის რაიონში ბომბები ტაქსის მძღოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Derniere Heure იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტაქსის მძღოლმა ეს პირები ბრიუსელის აეროპორტში მიიყვანა. კერძოდ, ტაქსის მძღოლმა პოლიციას უამბო, რომ ამ პირებმა აეროპორტში სამი ჩანთა კი არ მიიტანეს, როგორც ეს კამერებზე ჩანს, არამედ – მეტი. სწორედ ამის დახმარებით პოლიციამ აეროპორტში მესამე ბომბი აღმოაჩინა, რომლის აფეთქება ტერორისტებმა ვერ მოასწრეს. გარდა ამისა, ტაქსისტმა პოლიციას უამბო, რომ ტერორისტები მეტი ჩანთის წაღებას აპირებდნენ, მაგრამ ისინი მანქანაში ვერ ჩაეტია. ამის შემდეგ პოლიციელებმა ტერორისტების ბინაში კიდევ რამდენიმე ბომბი და „ისლამური სახელმწიფოს“დროშა აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები