საფრანგეთის პრემიერის თქმით, დღეს ევროპაში ტერაქტების საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე პარიზის ტერაქტებამდე იყო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ დღეს ევროპაში ტერორისტული აქტების საფრთხე იმაზე მაღალია, ვიდრე პარიზის ტერაქტებამდე. პარიზში ტერორისტული აქტების სერია გასული წლის 13 ნოემბერს მოხდა და მას 130 ადამიანი ემსხვერპლა.
„ამ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახურები ადასტურებენ. ტერაქტების საფრთხე ევროპაში ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. შესაძლოა, ის დღეს უფრო მაღალ დონეზე იყოს, ვიდრე პარიზის ტერორისტულ აქტამდე“, – განაცხადა ვალსმა რადიოსადგურ „ევროპა პლუსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ბრიუესელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 250-მდე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები