ბელგიის პოლიცია აეროპორტსა და მეტროპოლიტენის აფეთქებებში ეჭვმიტანილ პირს ეძებს

ბელგიის პოლიცია აეროპორტსა და მეტროპოლიტენის აფეთქებებში ეჭვმიტანილ პირს ეძებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
აღნიშნული პირი ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ფოტოებზე აღბეჭდილმა ორმა პირმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობები. ორივე დაიღუპა. მესამეს კი ამჟამად პოლიცია ეძებს.
ტერაქტების სერიის შედეგად, რომელიც ბრიუსელში სამშაბათს მოხდა, ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. ორი ტერაქტი განხორციელდა ბრიუსელის აეროპორტში, მოგვიანებით კი აფეთქებები მოხდა მეტროს ორ სადგურში, ევროპული რაიონის სიახლოვეს. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მომხდართან დაკავშირებით ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები